თუ ასეთ ჯანზეა პატიმარი სააკაშვილი და კარგ ხასიათზეა, მოიხადონ სასჯელი ციხეში - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალა" მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს. გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასათბურე პირობებშია. მისი თქმით, სააკაშვილი ახლა "ჯანზეა" და კლინიკაში არარ უნდა იმყოფებოდეს.
თუ ასეთ ჯანზეა პატიმარი სააკაშვილი და პრევენციის კომისია ევროპული ამბობს, რომ მას არაფერი სჭირს, საერთოდ რატომ იმყოფება "ვივა-მედში" და საავადმყოფოში და რატომ არ იხდის სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში? მას მისჯილი აქვს არა საავადმყოფოში სასჯელის მოხდა, არამედ შესაბამის დაწესებულებაში და თუ ყველა კომისიამ, სასამართლომ და ყველა უწყებამ დაადგინა, რომ ეს კაცი ჯანზეა და კარგად იკვებება და კარგ ხასიათზეა, მოიხადონ სასჯელი, სადაც აქვს მისჯილი. ის, რომ ვერ სეირონობს სააკაშვილი, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, არც არავისთან უნდა ყოფნა და არც არავინ უნდა, რომ მასთან იყოს. რაც შეეხება დაბურულ მინებს, მთელი ცხოვრება დაბურული მინებით დადიოდა მანქანით და ახლა იქაც, როგორმე აიტანოს ეს დაბურული მინები, - ამბობს მაჭარაშვილი.