დაბზარული მინა და დაზიანებული კონსტრუქცია - ქუთაისელები თეთრი ხიდის რეკონსტრუქციას ითხოვენ

19.01.24 11:56
დაბზარული მინა და დაზიანებული კონსტრუქცია - ქუთაისელები თეთრი ხიდის რეკონსტრუქციას ითხოვენ

ქუთაისელები თეთრი ხიდის რეკონსტრუქციას ითხოვენ. გზის სავალი ნაწილი დაზინებულია, შემინული საფარი დაბზარული. საფრთხისშემცველი მონაკვეთი ახლა რკინის ბარიკატებით არის შემოსაზღვრული, თუმცა ადგილობრივებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული.

ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია ბოლოს 2018 წელს ჩაუტარდა, თუმცა ნახევარი მილიონის დახარჯვის მიუხედავად, შელამაზებული ხიდი მაინც ვერ აღმოჩნდა ყველასთვის მოსაწონი.

ენმ-ს ადგილობრივი წარმომადგენელი მოითხოვს, რომ მოხდეს საჯარო განხილვა, რომელშიც მთლიანად ქალაქის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას და დაუბრუნდეს ხიდს ავთენტური, ისტორიული სახე.

ამ ხიდის რეაბილიტაციაზე "ოცნებამ" წლების წინ დახარჯა ნახევარი მილიონი ლარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა გაკეთების ნაცვლად. ეს კონსტურქცია, რომელიც ქვემოთაა, მთლიანად დაჟანგული და დაზიანებულია, არაფერს ვამბობ ზედაპირზე, რომელიც ოდნავ, ამინდის ცვლილება როგორც კი იქნება, უსაფრთხო არარ არის მასზე გადადგილება. ეს მინა, წელიწადში რამდენჯერმე უკვე წლებია ზიანდება. მოვითხოვთ, თეთრი ხიდის ხელახალ რეაბილიტაციას. ეს განხილვა უნდა იყოს საჯარო. მთელმა ქალაქმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში, რომ ხიდს დაუბრუნდეს ავთენტური სახე. ეს ხიდი საუკუნეა არსებობს და "ოცნების" პირობებში მოხდა მისი გაუბედურება", - ამბობს ენმ-ს ადგილობრივი წარმომადგენელი.
 

მსგავსი სიახლეები