მიკვირს, რომ 60%-ზე მეტი არ გვაქვს - მაჭარაშვილს მადა გაეხსნა და ღარიბაშვილის პროგნოზი ეჭვქვეშ დააყენა

19.01.24 13:10
მიკვირს, რომ 60%-ზე მეტი არ გვაქვს - მაჭარაშვილს მადა გაეხსნა და ღარიბაშვილის პროგნოზი ეჭვქვეშ დააყენა

მიკვირს რატომ არ გვაქვს 60%-ზე მეტი. ღარიბაშვილის პროგნოზი გურამ მაჭარაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა. "ხალხის ძალის" ლიდერს პოლიტიკური მადა გაეხსნა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, ოპოზიცია კი პოლიტიკური ჭაობიდან იბრძვის.

ეს სამწუხარო რეალობაა. კარგი არ არის, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად განადგურებულია. რეალურად ოპოზიცია რის პოლიტიკურ ჭაობში და ამ ჭაობში ისინი გაერთიანდებიან და ერთად ჩაიძირებიან თუ ცალ-ცალკე ჩაიძირებიან, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ერთმანეთს აბრალებენ, რომ უფრო მეტად აშავებდა სალომე სამადაშვილი, ვიდრე ხატია დეკანოიძე. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უფრო აშავდებდა ხაბეიშვილი და ა.შ. ამიტომ, მე ის მიკვირს, საერთოდ 60 %-ზე მეტი არ არის, თუმცა აქაც საზოგადოებას აქვს თავის სახელმწიფოებრივი შეხედულება. თქვენ სადმე ორღობეში თუ კვლევა ტარდება იმას მოიტანთ ხოლმე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა თურმე მხარს უჭერს ოპოზიციას და აბსოლუტური უმრავლესობა ნიშნავს ზუსტად აი ამ 60%-ს", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ქვეყნის პრემიერმა თქვა: დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას. 

მსგავსი სიახლეები