მითი აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს საქართველოში ფულის კეთების ინტერესი არ გააჩნია - ბუაძე

19.01.24 13:18
მითი აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს საქართველოში ფულის კეთების ინტერესი არ გააჩნია - ბუაძე

მითი აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს საქართველოში ფულის კეთების ინტერესი არ გააჩნია, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ფაქტს სამშენებლო სექტორის მაგალითიც ცხადყოფს. საუბარია ივანიშვილის მიერ  ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საწარმოს ადგილზე  16 კორპუსის ჩადგმას, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 30 სართული იქნება. 

საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქი კალაძესთან ერთად დედაქალაქის ურბანულ გენოციდს ეწევა.

სრული მითი აღმოჩნდა ის, რომ ივანიშვილს საქართველოში ფულის კეთების ინტერესი არ გააჩნია და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სამშენებლო სექტორის მაგალითზე, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილმა მიიღო ათეულობით მლნ დოლარის ღირებულების შემოსავალი და ახლაც ვნახეთ, რომ გაეზარდა მადა და უკვე დამტკიცებულ გეგმარებით დავალებაში შეაქვს ცვლილება იმისთვის, რომ რამდენიმე ათეული ათასი კვადრატული გაზარდოს სამშენებლო მოცულობა, დაამატოს კიდევ ახალი კორპუსები და კალაძესთან ერთად გააგრძელოს ურბანული გენოციდი. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხელს უწყობს "ქართული ოცნების" უმრავლესობა, რომელიც, რა თქმა უნდა, უარს არ ეტყვის ამ ცვლილებას, - ამბობს საბა ბუაძე. 

ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს ნაცვლად კორპუსების მშენებლობას იწყებს. საკრებულოს პროექტი დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა. "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე, ჯამში, 200 ათასი კვადრატული მეტრი სამშენებლო ტერიტორიის დამტკიცებისთვის საკრებულომ სამშაბათს უნდა იმსჯელოს. 

ეს ის შემთხვევაა, როცა ივანიშვილის "ქართუ ფონდი" სამშენებლო ბიზნესში თავად შედის და კორპუსებს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩადგამს. საუბარია 16 კორპუსზე, რომელსაც სარეკრეაციო ზონა არ ექნება.

 

მსგავსი სიახლეები