ასი ქარხნის ნაცვლად მალე, ალბათ, ივანიშვილის სახელობის ასი კორპუსი გვექნება - ნადირაძე

19.01.24 13:26
ასი ქარხნის ნაცვლად მალე, ალბათ, ივანიშვილის სახელობის ასი კორპუსი გვექნება - ნადირაძე

რუსი ოლიგარქი, თაღლითი ივანიშვილი ვერ გაძღა, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ივანიშვილის მიერ ახალი მშენებლობის წამოწყებას. ოპოზიციის წევრის თქმით, დაპირებული ასი ქარხნის ნაცვლად მალე ქვეყანას  ივანიშვილის სახელობის ასი კორპუსი ექნება. 

რუსი ოლიგარქი, თაღლითი ივანიშვილი გადაიქცა დეველოპერად და ასი ქარხნის ნაცვლად მალე ალბათ მისი სახელობის ასი კორპუსი გვექნება. საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაა, ფაქტობრივად, ის კორპუსები, რომელიც შენდება და ის ტერიტორია, რომელიც სამრეწველო ტერიტორია იყო თავის დროზე, სადაც ქარხნები, ფაბრიკები იყო, ახლა იქ გვექნება კორპუსები და ეს ადამიანი ვერ გაძღა, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს ნაცვლად კორპუსების მშენებლობას იწყებს. საკრებულოს პროექტი დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა. "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე, ჯამში, 200 ათასი კვადრატული მეტრი სამშენებლო ტერიტორიის დამტკიცებისთვის საკრებულომ სამშაბათს უნდა იმსჯელოს. 

ეს ის შემთხვევაა, როცა ივანიშვილის "ქართუ ფონდი" სამშენებლო ბიზნესში თავად შედის და კორპუსებს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩადგამს. საუბარია 16 კორპუსზე, რომელსაც სარეკრეაციო ზონა არ ექნება.

 

მსგავსი სიახლეები