ღარიბაშვილი არის ახლა პანიკაში მყოფი აღზევებული ბრიყვი რომელიც აუცილებლად ჩამოლაბორანტება - ბუაძე
ღარიბაშვილი არის ახლა პანიკაში მყოფი აღზევებული ბრიყვი რომელიც აუცილებლად ჩამოლაბორანტება - ასე ეხმაურება პრემიერის მიერ ოპოზიციაზე თავდასხმის ახალ სერიას "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.
ბუაძის თქმით, "ოცნების" მაღალჩინოსნებს "ლელოს" მზარდი რეიტინგი ადარდებთ და სწორედ ამიტომაც ესხმიან ოპოზიციურ პარტიას თავს.
ღარიბაშვილი არის ახლა პანიკაში მყოფი აღზევებული ბრიყვი, რომელსაც აუცილებლად ელოდება ჩამოქვეითება და ჩამოლაბორანტება. ის "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლების მსგავსად, თავს ესხმის "ლელოს", ვინაიდან კარგად ხედავს "ლელოს" მზარდ პოტენციალს და კარგად ხედავს, რომ "ლელო" არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს აი ამ ხელისუფლების ცვლილებაში", - ამბობს საბა ბუაძე.
ხელმოცარულები და ლუზერები - ამ სიტყვებით გააგრძელა ღარიბაშვილმა ოპოზიციის გაშავების კამპანია. კალაძის წამოწყებულ საქმეში პრემიერი შვეიცარიიდან ჩაერთო.