ის, რომ "ოცნება" 60%-ს აიღებს, ამას არავინ არ დაიჯერებს - ბოტკოველი

19.01.24 13:39
ის, რომ "ოცნება" 60%-ს აიღებს, ამას არავინ არ დაიჯერებს - ბოტკოველი

ის, რომ "ოცნება" 60%-ს აიღებს, ამას არავინ არ დაიჯერებს - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა "პირველებთან" განაცხადა.

ბოტკოველის თქმით, ღარიბაშვილი მილევის პროცესში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამით აიხსნება მისი თავდასხმა ოპოზიციაზე.

ღარიბაშვილის მიერ ოპოზიციის ლანძღვა ერთადერთი რამის მანიშნებელია, ეს არის მილევის პროცესში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენელი ჩვეულებრივად და მეტი არაფერ და ის, რომ 60 %-ს აიღებს "ოცნება" ამას არავინ არ დაიჯერებს. მთავარი არის ერთი რამე, რომ დღეს ოპოზიცია სრულად მობილიზებული უნდა იყოს იმ გადამწტყვეტი ბრძლისთვის, რომლეიც აუცილებლად დაასრულებს რუსულ ოცნებას", - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

ხელმოცარულები და ლუზერები -  ამ სიტყვებით გააგრძელა ღარიბაშვილმა ოპოზიციის გაშავების კამპანია. კალაძის წამოწყებულ საქმეში პრემიერი შვეიცარიიდან ჩაერთო.

ქვეყნის პრემიერმა ასევე თქვა: დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას.

მსგავსი სიახლეები