ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს - მანჯგალაძე ღარიბაშვილზე
ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის რასაც პირველი პრემიერობის დროს ამბობდა ოპოზიციაზე, იგივეს იძახის ახლაც.
მანჯგალაძე ამბობს, რომ საარჩევნოდ ოპოზიციის ბევრ გაერთიანებას ვიხილავთ, რადგან 5 % ბარიერია გადასალახი.
ამოიღეთ რარიბაშვილის პირველი მოსვლის დროინდელი ჩანაწერი, ამბობდა, რომ რადარებიდან გამქრალია და დავასრულე "ნაციონალური მოძრაობაო" და 2024 წელს გამოდის და იგივეს ლაპარაკობს. რავიცი, ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს. ვინ არის განულებული და ვინ არა, ვნახავთ არჩევნებზე. გაერთიანებებს ვნახავთ, ძალია ბევრიო იქნება გაერთიანება. 5 %-იანი ბარიერია და რომც არ უყვარდეთ ერთმანეთი, შეუყვარდებათ", - ამბობს მანჯგალაძე.
ხელმოცარულები და ლუზერები - ამ სიტყვებით გააგრძელა ღარიბაშვილმა ოპოზიციის გაშავების კამპანია. კალაძის წამოწყებულ საქმეში პრემიერი შვეიცარიიდან ჩაერთო.
ქვეყნის პრემიერმა ასევე თქვა: დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას.