ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე. ასეთი დახვეწილი არც სახე და არც ცხვირი არ მაქვს - ინაშვილი

19.01.24 14:52
ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე. ასეთი დახვეწილი არც სახე და არც ცხვირი არ მაქვს - ინაშვილი

"არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი," - ამ განცხადებას პრორუსული პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი აკეთებს, რომელმაც სამების ტაძარს წმინდა მატრონას ხატი შესწირა, სადაც სტალინია გამოსახული.

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წმინდა მატრონას ხატზე სტალინის გარდა, თავად ხატის დამკვეთები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავიც არიან გამოსახულები.

ირმა ინაშვილიც დავით თარხან-მოურავის მსგავსად ფრაგმეტზე დახატულ ფიგურებთან ვიზუალურ მსგავსებას უარყოფს და ამბობს, რომ ხატმწერს ისინი ხატზე არ აუსახავს.

ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე. 
დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი "სკანდალი" ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ," - წერს ირმა ინაშვილი.

დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის წმინდა მატრონას ხატზე გამოსახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის დამადასტურებლადაც ხატიდან ნახატის ფრაგმენტიც იყო მოახლოებული.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ფაქტების მალვა ხალხო ❗️❗️❗️აქციებს რომ ატარებენ და ვიღაცეების დასჯას რო ითხოვენ, წმინდა მატრონას ხატზე სტალინთან შეხვედრის სცენის გარდა ასევე გამოსახულები არიანო ინაშვილი და თარხანმოურავი. დაჩოქილები ლოცულობენ და ევედრებიან არჩევნებში გამარჯვებას. მარცხენა კუთხეშია ეს. დაიწყეთ ეხლა არ დაგვინახავს, არ შეგვიფასებია, საინტერესოა ვისი დავალებით შეიტანა ეს ხატი ირმამ და თარხანამ სამებაში. გეკითხათ თავის დროზე სამებაში მღვდლებისთვის და გეტყოდენ ვინც დართო ნებართვა. გამოვიდნენ ახლა საპატრიარქოდან და თქვან ვისი დავალებით შეიტანეს. თუ ასე არაა მაშინ რატო გადამალეს ხატი და რატო არ სცემენ პასუხს ქუჩაში გამოსულ ხალხს ვიღაცის დასჯას რო ითხოვენ, უთხრან მათ ვისი ბრალია და აღიარონ თავად", - წერია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე. 

 

მსგავსი სიახლეები