ფაქტია, რომ “ოცნების" მხარდაჭერა 60%-ია და ფაქტია ისიც, რომ ხელმოცარული ოპოზიცია გვყავს - იონათამიშვილი

19.01.24 14:55
ფაქტია, რომ “ოცნების" მხარდაჭერა 60%-ია და ფაქტია ისიც, რომ ხელმოცარული ოპოზიცია გვყავს - იონათამიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, ფაქტია, რომ “ოცნების" მხარდაჭერა 60%-ია. იონათამიშვილი ოპოზიციას ხელმოცარულად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, რაც მათთვის დამსახურებულ მარცხი, ხოლო ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგი იქნება.

“ფაქტია, რომ “ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის 60%. ფაქტია ისიც, რომ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია. თუ ჩვენს ამომრჩეველს - მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს ვინმე და რამე არ მოსწონს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

ასეთი შედეგი დამსახურებულია, რადგან ოპოზიცია უპირისპირდებოდა არა საკუთრივ "ქართულ ოცნებას", არამედ ჩვენს სახელმწიფოსა და ეკლესიას, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მათი ძირითადი დღის წესრიგი იყო. თუ მათ შედეგები უკვირთ, მიზეზი საკუთარ თავებში ეძებონ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წააგებენ, ეს იქნება დამსახურებული მარცხი, მაგრამ ეს იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები