დეველოპერად ქცეული ივანიშვილი - "ოცნება" ოლიგარქს იცავს
ივანიშვილის ახალი მშენებლობა - "ქართულმა ოცნება" ოლიგარქს იცავს. დეველოპერად ქცეული ოლიგარქის გეგმები კობახიძის გუნდს მოსწონს.
ამასთან, მიხეილ სარჯველაძე ივანიშვილის დამსახურებებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მან ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა.
კომპანია, რომელიც საქართველოშია, იმას არ აქვს უფლება, რომ სამეწარმეო საქმიანობა განახორციელოს? ვინც ასეთ რამეებზე საუბრობს, ნდა ჰკითხოთ, ურბალოდ, ესე იგი, თქვენ თვლით, რომ თუ ბიძნა ივანიშვილის კომპანია მოინდომებს კომერციული საქმიანობის განხორციელებას საქართველოში მას ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს? შავი ზღვირ პირას, მაგალითად, ბიძნა ივანიშვილმა ბევრი პროექტი გააკეთა, რომელზეც დაახლოებით იგივე მოტივაციით იყო ხოლმე რაღაც არანორმალური ეჭვები გაჩენილი და მერე აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრით იხეირა მთელმა ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ. "ბლექ სი არენა" მაგალითად, თქვენ გერჩივნათ, რომ იქ ყოფილიყო ყანა? , - ამბობს სარჯველაძე.
ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს ნაცვლად კორპუსების მშენებლობას იწყებს. საკრებულოს პროექტი დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა. "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე, ჯამში, 200 ათასი კვადრატული მეტრი სამშენებლო ტერიტორიის დამტკიცებისთვის საკრებულომ სამშაბათს უნდა იმსჯელოს.
ეს ის შემთხვევაა, როცა ივანიშვილის "ქართუ ფონდი" სამშენებლო ბიზნესში თავად შედის და კორპუსებს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩადგამს. საუბარია 16 კორპუსზე, რომელსაც სარეკრეაციო ზონა არ ექნება.