სარჯველაძის თქმით, კონკრეტული კვლევა არ აქვთ, თუმცა მაინც დარწმუნებულები არიან არჩევნებზე "ოცნების" გამარჯვებაში
"ქართული ოცნება" არჩენდებამდე 10 თვით ადრე გამარჯვებაში დარწმუნებულია. მიხელ სარჯველაზე ამბობს, რომ მათალია პარტიას კონკრეტული კვლევა არ აქვს, თუმცა მმართველ გუნდს ინდიკატორები აქვს, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების მხარდაჭერას ზომავს.
სარჯველაძის თქმით, "ოცნების" წინასწარდაანონსებული შედეგი ყოველთვის ემთხვევა ხოლმე არჩევნების შედეგებს.
კონკრეტული კვლევა და ისეთი, რომელიც გასაჯაროვებული იქნებოდა, ასეთი არ არის. ჩვენს პარტიას აქვს ინდიკატორები, რომლის მეშვეობითაც ზომავს საზოგადოების მხარდაჭერას. სხვათაშორის, ყოველ ჯერზე ეს აღმოჩნდებოდა ხოლმე მართებული. დაწყებული 2011 წლიდა. პრაქტიკულად, არცერთხელ არ გვქონია რეალობასთან აცდენილი მოცემულობა. რასაც ვამბობდით, როგორც წესი, ის ემთხვევა ხოლმე რეალობას, განსხვავებით ოპოზიციისგან. ის, ვინც ხელისუფლებას აყვედრის სიძლვილის ენას, რეალურად, თვითონ გამოირჩევა მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენით და სხვა მეტი არსენალში არაფერი არ აქვს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ქვეყნის პრემიერმა თქვა: დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას.