თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება - ლანდსბერგისი
"თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება", - ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელუს ლანდსბერგისმა გააკეთა.
ლანდსბერგისის თქმით, არსებობს შანსი, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება. ლანდსბერგისმა განარტა, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია მეტი გააკეთოს თავდაცვის გასაძლიერებლად საერთო შესყიდვებია.
არ არსებობს სცენარი, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს შეიძლება კარგად დასრულდეს ევროპისთვის. ჩვენ შეგვეძლო შევიძინო ის, რაც საჭიროა ევროპის დასაცავად. ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სხვამ უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს ევროპის ომია“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.