ზარქუას სიძემ საფეხბურთო კლუბი "თელავი" სომეხ ინვესტორს მიყიდა, მთავარი მწვრთნელი კი რუსი გახდა
ირაკლი ზარქუას სიძემ თელავის საფეხბურთო კლუბი სომეხ ინვესტორებს მიყიდა. თელავის მთავარ მწევრთნელად კი ახლა რუსი ფეხბურთელი ჩამოიყვანეს.
ვლადიკავკაზიდან პირდაპირ კახეთში - რუსული მედია მთავარ მწვრთნელად რუსი ფეხბურთელის დანიშვნას აქტიურად აშუქებს, როგორც რუსების საქართველოსთან ინტერგრაციის მაგალითს. ამ დრომდე საიდუმლოა, ოლეგ ვასილენკოსთან დადებული კონტარქტის დეტალები.
ვინ ჩამოიყვანა საქართველოში რუსი მწვრთნელი, რომელიც ბოლო მომენტამდე, რუსეთში საქმიანობდა - ეჭვი ისევ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეზეა, რომელიც თავადაც რუსეთში წლების განმავლობაში თამაშობდა.
ამ ქვეყნის კლუბებს, ნაკრებებს ფიფა-სგან და უეფა-სგან აქვს აკრძალული ყველანაირ შეჯიბრში მონაწილეობა და ადევთ სანქციები, შესაბამისად, რატომ უნდა შეუწყოს მაინცდამაინც საქართველომ ხელი იმას, რომ რუს სპორტსმენებს, იქნება ეს ფეხბურთელი მწვრთნელი თუ სხვა რომელიმე სპორტის წარმომადგენელი, მიეცეთ ასპარეზი თავისი მოღვაწეობის გასაგრძელებლად. იყვნენ ისინი რუსეთში, შესაბამისად, ჩაკეტილ სივრცეში და მოიხარშონ იმ წვენში, რასაც ეს რუსული ჩაკეტილი სივრცე გულისხმობს.
ვერ ვიტყვი დაზუსტებით იმას, ჰქონდა თუ არა ალექსანდრე ამისულაშვილს ვასილენკოსთან საუბარი, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ, რომ ეს ფაქტი შეიძლება მომხდარიყო და შეიძლება ალექსანდრე ამისულაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა ვასილენკო „თელავის“ მთავარ მწვრთნელად,“ - ამბობს ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე.