"ჩამოვიდა ფულის საკეთებლად", "ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ შემოიყვანოს რუსები" - რუსი მწვრთნელის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა

19.01.24 17:10
"ჩამოვიდა ფულის საკეთებლად", "ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ შემოიყვანოს რუსები" - რუსი მწვრთნელის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა

საფეხბურთო კლუბ „თელავს“ რუსი გაწვრთნის - თელავის საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მეწილე სომეხ ინვესტორებთან ერთად არის იოსებ გრიშიკაშვილი, რომელიც ესწრებოდა პირველ შეხვედრას ოლეგ ვასილენკოსა და კლუბის წევრებს შორის.

სამოქალაქო საზოგადოებაში რუსი მწვრთნელის დანიშვნას კრიტიკა მოჰყვა. აანონსებენ, რომ მას შემდეგ, რაც ვასილენკო სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს, პროტესტი გამოხატონ.

ის ჩამოვიდა ფულის საკეთებლად, აღიარებისთვის და არა იმისთვის, რომ რაიმე უნდა გააკეთოს საქართველოსთვის და ქართული კლუბისთვის. ჩამოვიდა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შემოსავლებისთვის. აქცენტს აკეთებენ, რომ როცა მწვრთნელი გადაწყვეტს, იქნება ვარჯიში მაშინ და სადაც გადაწყვეტს იქ იქნება - თუ იტყვის, რომ ვლადიკავკაზში ვვარჯიშობთ, ვივარჯიშებთ ვლადიკავკაზში, ეს პრაქტიკა მისთვის ცნობილია და ზუსტად ერთ-ერთი წევრისგან, რომელიც დღეს „თელავის“ კლუბს წარმოადგენს, ზუსტად ეს პოლიტიკა მოდის - მან თქვა, რომ სადაც მწვრთნელი იტყვის, იქ ვივარჯიშებთ ჩვენ. არ გვაქვს თელავში განსაზღვრული, სად ივარჯიშებენ, რაგბის სტადიონს იყენებდნენ აქამდე, ახლა არ არის განსაზღვრული. ველოდებით, სად, როდის, რას გააკეთებენ და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, რა შეგვიძლია ჩვენი რესურსით, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ რუს მოქალაქეს, რომ აქ არ უხარიათ მათი ყოფნა,“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნინი ბოჭორიძე.

მე ეს არ გამკვირვებია იმიტომ, რომ მეფისნაცვალი საქართველოში ბიძინა სოლოლაკსკის სახით რუსია, შესაბამისად,  დაბალ იერარქიაშიც არ არის გასაკვირი, რომ რუსები იყვნენ, იმიტომ, რომ დღეს სახელწმიფოს პოლიტიკა ასეთია - იმიტომ, რომ როგორც დაარღვიეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ახლა ჩამოვიდნენ დაბალ რგოლში და თელავის გუნდს უნდა უხელმძღვანელოს ვიღაც რუსმა. ეს არ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომ ნებისმიერ სფეროში შემოიყვანოს რუსები, დაწყებული პოლიტიკიდან, ბიზნესიდან დამთავრებული სპორტით და კულტურით,“ - ამბობს თელავის საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი.

მსგავსი სიახლეები