ჩვენი ქვეყნის მიწებს "ოცნება" ოკუპანტებზე ყიდის და ამას ეძახის ბიზნესს - სამუშია

19.01.24 18:26
ჩვენი ქვეყნის მიწებს "ოცნება" ოკუპანტებზე ყიდის და ამას ეძახის ბიზნესს - სამუშია

რუსეთის ფედერაციისთვის მიყიდული მიწები და ქვეყნიდან წასული ასობით ახალგაზრდა - "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ლევან სამუშია "დღის ამბების" ეთერში პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ოცნება" საქართველოს საკუთრებაში არსებულ მიწებს ოკუპანტებზე ყიდის.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში "ლელო" მოვა, პარტია არ დაუშვებს რუსი ოკუპანტების ინტერესების ქვეყანაში გატარებას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველი ოლიგარქის პოლიტიკაში ხელახლა დაბრუნება კრემლიდან იყო ნაკარნახევი.

იძულებული გახადა რუსეთმა ივანიშვილი, დაებრუნებინა ხელისუფლებაში და იმიტომ დაბრუნდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, რომ იცის, რომ ხელისუფლებას კარგავს. რა არის ცხრა პუნქტიანი გეგმა და მე ახლა შეიძლება დეტალურად არ ჩავშალო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიწები იყიდება ოკუპანტებზე და ამას ეს ადამიანები უძახიან ბიზნესს და მის განვითარებას. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ საქართველოში იხსნება რუსეთის ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობები და ამას უძახიან, რომ ეს არის ფონდი და და დაშვებული საქმიანობა", - ამბობს ლევან სამუშია.

მსგავსი სიახლეები