ბრძოლა მოშე კლუგჰაფტის რადიკალური მეთოდებით - „ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაშავების კამპანია დაიწყო

19.01.24 20:15
ბრძოლა მოშე კლუგჰაფტის რადიკალური მეთოდებით - „ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაშავების კამპანია დაიწყო

 

 

არჩევნებამდე ათი თვით ადრე "ოცნებამ" თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. პრემიერ  ღარიბაშვილის პროგნოზით, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, მმართველი პარტია 60%-ს ანუ პარლამენტში 90  მანდატს მიიღებს. შვეიცარიიდან ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისში "ოცნების" დეპუტატები ისეთი თავდაჯერებული არიან, რომ ეს განცხადებები უფრო წინასაარჩევნო ხრიკს ჰგავს. "ოცნება" ოპონენტებზე ფსიქოლოგიურ მანიპულაციას  მიმართავს და ძალების დემონსტრირებას ცდილობს. 

დაიწყო თუ არა "ოცნებამ" მოშე კლუგჰაპტის რადიკალური მეთოდებით ბრძოლა? ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. კალაძის ბილწსიტყვაობის   შემდეგ ოპონენტების ლანძღვის მარათონი ირაკლი ღარიბაშვილმა   გააგრძელა. ოპოზიციის გაშავება მმართველი პარტიის დღის წესრიგად იქცა და სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება არჩევნებამდე. პრემიერს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დავოსშიც კი არ დავიწყებია. განსაკუთრებული სამიზნე ისევ მამუკა ხაზარაძე და "ლელო" იყო.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები