ოლიგარქის სამშენებლო ვნებები - ივანიშვილი ისანში მინი ქალაქს აშენებს

19.01.24 20:16
ოლიგარქის სამშენებლო ვნებები - ივანიშვილი ისანში მინი ქალაქს აშენებს

 

 

ოლიგარქის სამშენებლო ვნებები - ბიძინა ივანიშვილი იოლი ფულის კეთებაზე გადავიდა. ააშენე და გაყიდე - ამ პრინციპით ქვეყნის უკვე ფორმალური მმართველი მასშტაბურ პროექტებს იწყებს. 16 კორპუსი თითო 30 საართულიანი - მინი ქალაქის მშენებლობა ისანში იწყება. ადრე თუ ოლიგარქი ასეთ პროექტებს სხვისი სახელით ახორციელებდა, ახლა შემოვლით გზებსაც აღარ ეძებს. მშენებლობას "ფონდი ქართუ" და ივანიშვილის კომპანია "ელიტ ბურჯი" განახორციელებენ. 

მერია და საკრებულო კი რეკორდებს ხსნის ივანიშვილისთვის ნებართვების გაცემის სიჩქარით. სულ სამი დღე დასჭირდა კალაძეს, რომ ოლიგარქის განაცხადი განეხილა და საკრებულოსთვის გადაეგზავნა.  გაბრიელ სალოსის ქუჩა უახლოეს მომავალში დიდ სამშენებლო პოლიგონად იქცევა, საიდანაც ამ ქვეყნის ყველაზე მდიდარი მმართველი კიდევ რამდენიმე ათეული მილიონით გამდიდრდება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები