სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებების ფონზე „ოცნება" პატიმარი პრეზიდენტის ციხეში დაბრუნებით იმუქრება
"ოცნების" რადიკალური დანაყოფის შემდეგ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების კამპანიას ირაკლი კობახიძეც შეუერდა. ჩინეთში მყოფმა "ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ სააკაშვილი ციხის ნაცვლად ოროთახიან პალატაშია მოთავსებული და ის სხვა პატიმრებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება.
სააკაშვილის ციხეში დაბრუნების საკითხის გააქტიურება დროში კი ყოველთვის ემთხვევა მის პოლიტიკურ განცხადებებს, ამიტომ ხელისუფლებაც სადასმსჯელო ღონისძიებებს აანონსებს.
"მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და ის კლინიკაში დარჩება" - "ოცნებას" პოლიტიკური შურისძიების მცდელობა ისევ "ვივა-მედის" კლინიკურმა დირექტორმა ჩაუშალა. ზურაბ ჩხაიძე რეკომენდაციას სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ არ გასცემს.
რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა. მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც ერთი-ერთში იმეორებდა იმას, რაც ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა უმძიმეს დასკვნაში დაწერა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.