"ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთო მიზანია" - შედგება თუ არა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ერთობა?
ორი ნიკა ერთი პოლიტიკური პლატფორმიდან ოლიგარქის წინააღმდეგ - ნიკა მელიამ დაადასტურა, რომ პარტიას ნიკა გვარამიასთან ერთად ქმნის. თებერვლის პირველი კვირა, დიდუბის საგაოფენო დარბაზი - პოლიტიკური განაცხადი სწორედ აქ გაკეთედბება. მთავარი პოლიტიკურ ინტრიგაა, ახალი პარტიის რიგებში ვნახავთ თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიების მომქედ ლიდერებს.
ახალი პარტიის ყრილობაზე თებერვალში მივა ნიკა გვარამია და კობა ნაყოფიაც. "მთავარი არხის" დამფუძნებელი "პირველებს" ეუბნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკურ ბრძოლაში მასთან ერთად იქნება. ახალი პარტიის შესახებ იცის მიხეილ სააკაშვილმაც. გვარამიამ ეს ამბავი მესამე პრეზიდენტს "ვივა მედში" ცოტა ხნით ადრე თავად უამბო.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.