"პირველად, ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე" - პაპუაშვილმა მესამე სექტორზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა

20.01.24 13:04
"პირველად, ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე" - პაპუაშვილმა მესამე სექტორზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა

სტალინის გამოსახულებიანი ხატის თემას, პარლამენტის თავმჯდომარემ აქტუალობა კიდევ ერთხელ დაუბრუნა. სადავო ხატი ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" დღის წედრისგის ნაწილი გახდა.

ამჯერად შალვა პაპუაშვილს  ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებები არ მოეწონა. შალვა პაპუაშილი დღეს პარლამენტში საგანგებოდ იმის სათქმელად მივიდა, რომ ბექა მინდიაშვილის განცხადებები არ მოსწონს და ის თავდასხმების კამპანიის სულიჩამდგმელად გამოაცხადა.

პაპუაშვილმა იერიში მიიტანა USAID-ზეც და თქვა, რომ ორგანიზაცია უკვე მერამდენედ ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში.

პარლამენტსი თავმჯდომარე საქართველოს მთავარ დონორ ორგანიზაციას ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე ქართველებს დააფინანსებენ.

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე. პირველად, საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი გახდა შევიწროების ობიექტი შობის აღნიშვნის გამო.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამ შეტევაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. უფრო მეტიც, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „სოვლაბის“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა გააჩაღა.

კიდევ უფრო ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი. ამასთან, ის ზოგადად გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით. გაგაცნობთ მის რამდენიმე საჯარო განცხადებას, რომელიც სრულად წარმოაჩენს თუ როგორ არ ესმის მას ტოლერანტობის არც იდეა და არც სულისკვეთება:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად“, ეკლესიის - „დეგრადირებულად“ და შობის, საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის „ანტიდასავლური სიბრიყვის“ წოდება, არის სწორედ რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა, ანუ ის, რასაც ე.წ. „ტოლერანტობის ცენტრი“ წესით უნდა ებრძოდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივმართე სახალხო დამცველს, საკითხში გარკვევის თხოვნით. საზოგადოებამ მოისმინა მისი საჯარო განმარტება. როგორც აღმოჩნდა ე.წ. „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი“ სულაც არ ყოფილა „სახალხო დამცველთან არსებული“ რაიმე ცენტრი თუ სტრუქტურული ერთეული, არამედ არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი, რაც თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს.

რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას. როგორც ირკვევა ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს.

აქვე, მინდა მივმართო სხვა დონორებსაც. საზოგადოება უკვე მერამდენედ დარწმუნდა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მხოლოდ პერიოდულად და შემთხვევით ხდება ცნობილი. არადა ზიანი, რომელიც ასეთი საქმიანობით ქართულ საზოგადოებას შეიძლება მიადგეს, შესაძლოა გამოუსწორებელი იყოს. ამიტომ მოვუწოდებ ყველა დონორს, არ დაელოდონ მსგავსი სკანდალების შემთხვევით გამჟღავნებას და თავად გადაამოწმონ, ხომ არ მიემართება მათი მოქალაქეების თანხები ისეთი პროექტების და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენს საერთო ღირებულებებს და მიმართული არიან საზოგადოების რადიკალიზაციისკენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.". - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები