პატრული, რომელმაც გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკო-ტესტის გავლა მოსთხოვა, დააკავეს - "მელაძის შაბათის" ექსკლუზივი (ანონსი)
"შვილის სიკვდილით მემუქრებოდნენ. შენს მეუღლეს დავაკლავთ შენს შვილსო... მებრძოდა ვახტანგ გომელაურის სიძე, როგორ მიბედავთ ალკო-ტესტზე შემოწმებასო... შუშა ჩამომიწია, როგორც შენ მადებდი ბორკილებს, მეც ისე დაგიჭირეო ", - დღეს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათის" ახალი სეზონი მთავარი ექსკლუზივით იხსნება.
პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკო-ტესტის გავლა მოსთხოვა, დააკავეს და ციხეში გაუშვეს.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა და დღეს, 8 საათზე, მთელი საქართველო მოისმენს ოფიცრის დაკითხვის გამაოგნებელ ჩანაწერს.
სასამართლო დარბაზში, საპატრულო სამსახურის სტაჟიანმა ინსპექტორმა მთელი სისტემა მონურ მორჩილებაში ამხილა.
საპატრულო პოლიციის შეფები პატრულს გომელაურის გაბრაზებული დის ქმრისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, რომ გაჩერება გაუბედა.
ვინ არის ვახტანგ გომელაურის სიძე, რომლის სახელიც პოლიციელების ტერორის საქმეში გაჩნდა - ამას შესახებ გამომძიებელი ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი დღეს, საღამოს 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" მოგიყვებათ.