პაპუაშვილის მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა - მინდიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს

20.01.24 16:04
პაპუაშვილის მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა - მინდიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს

პაპუაშვილის მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა  - ბექა მინდიაშვილი პარლამენტის თავმდჯომარეს პასუხობს.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი პაპუაშვილს არაკომპეტენტურს უწოდებს და წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული  მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევაა

მინდიაშვილის თქმით, ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან რელიგიის თავისუფლებას იცავს და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს ემსახურება.

„აღნიშნული განცხადება უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებს. ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას. ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა. ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილი და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს.
ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს; მომავალშიც იმავეს გააგრძლებს, ვინც არ უნდა გამოვიდეს მისი საქმისა და არსებობის წინააღმდეგ.
ასევე, ტოლერანტობის ცენტრი, წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სტუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს”, – წერს მინდიაშვილი.

პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ ბექა მინდიაშვილი ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის.

პაპუაშვილის განცხადებით, ტოლერანტობის ცენტრი USAID-ის მიერ ფინანსდება, რაც ნიშნავს, რომ „ამერიკა სიძულვილის ენას აფინანსებს, ეს კი პრობლემაა”.

მსგავსი სიახლეები