მოსწონთ სტალინი, მოსწონთ კომუნისტური პარტია, მოსწონთ ჩინეთი და არ მოსწონთ USAID - მანჯგალაძე

20.01.24 17:16
მოსწონთ სტალინი, მოსწონთ კომუნისტური პარტია, მოსწონთ ჩინეთი და არ მოსწონთ USAID - მანჯგალაძე

მოსწონთ სტალინი, მოსწონთ კომუნისტური პარტია, მოსწონთ ჩინეთი და არ მოსწონთ USAID - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილის მიერ USAID-ზე მიტანილ იერიშს.

მოსწონთ სტალინი, მოსწონთ კომუნისტური პარტია, მოსწონთ ჩინეთი და არ მოსწონთ USAID, ამერიკული კომპანიები, არ მოსწონთ ამერიკის შეერთებული შტატები. გასაგებია, ვისთანაც ხართ, სადაც ხართ", - ამბობს მანჯგალაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ს მადლობას უხდის, შალვა პაპუაშვილი კი ლანძღავს - თავდასხმის ახალი კამპანია სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ წამოიწყო. 

ამერიკული ორგანიზაცია თავდასხმის ობიექტი იმ მიზეზით გახდა, რომ იგი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტოლერანტობის ცენტრს აფინანსებს, რომელიც მატრონა მოსკოველის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს.

მსგავსი სიახლეები