"ჩვენი დასავლელი პარტნიორების სახით მტრის ხატის წარმოაჩინა სურთ" - პაპუაშვილის თავდასხმას თინა ხიდაშელი პასუხობს
"ჩვენი დასავლელი პარტნიორების სახით მტრის ხატის წარმოაჩინა სურთ" - შალვა პაპუაშვილის თავდასხმას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პასუხობს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც პაპუაშვილის მტკიცებით ტაივანიდან ფინანსდება, ფიქრობს რომ "ოცნებამ" წინასარჩევნოდ აგრესიული კამპანია აირჩია.
ყველაფერი ნათელია, ხელისუფლებამ იმ 15 დეკემბრის პაუზიდან გამოვიდა, აშკარად და ერთმნიშვნელოვნად და დაუბრუნდნენ ძველ მდგომარეობას, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების სახით უნდათ მტრის ხატი წარმოაჩინონ. თვითონ, მთელი პრესკონფერენცია იყო კლასიკა იმ ხაზის, რომელიც მათი საარჩევნო პროპაგანდის მთავარი ხაზი იქნება. ერთის მხრივ ის ლანძღავდა და აუგად მოიხსენიებდა იუსეიდს, ამერიკულ ორგანიზაციებს, ამერიკულ დაფინანსებებს საქართველოში, მის ანტისახელმწიფოებრივ, ნეგატიურ ბუნებაზე ლაპარაკობდა და მეორეს მხრივ, მისი პრესკონფერენციის მეორე ნაწილი მიუძღვნა ჩინეთის ქება-დიდებას და იამზე ლაპარაკს, თუ სად არის საქართველოს გადარჩენა- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვინ კითხავს ახლა პაპუაშვილს, იუესეიდთან ან ვინმესთან დაკავშირებით მოსაზრებებს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეა და მაღალი თანამდებობა სჭირდებათ, რომ ამ პროპაგანდამ მეცხრე ხარისხოვანი მნიშვნელობა არ შეიძინოს", - ამბობს თინა ხიდაშელი.