ამორალურობაა - ბუჩუკური პაპუაშვილის განცხადებებზე

20.01.24 17:53
ამორალურობაა - ბუჩუკური პაპუაშვილის განცხადებებზე

შალვა პაპუაშვილის განცხადებების შემდეგ, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩკარი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი ხაზი, რასაც "ოცნება" არჩევნებისთვის გაატარებს, ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმა იქნება.

ბუჩუკურის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მსგავსი განცხადებები აბსოლუტური ამორალურობაა

ხომ ნუ ეს კასკადი თავდასხმების ახალი არ არის და სავარაუდოდ, ერთ-ერთი ხაზი, რასაც "ოცნება" არჩევნებისთვის გაატარებს იქნება სწორედ ჩვენი პარტნიორებისთვის, დონორი ორგანიზაციებისთვის თავდასხმა. ამიტომ ვერ გეტყვით, რომ რაღაც გამიკვირდა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასაც ეს არ გაუკვირდა. პერსონალურად პაპუაშვილის მხრიდან აბსოლუტური ამორალურობაა, რადგან ეს ადამიანი თავად წარმოადგენდა ერთ-ერთ დონორ ორგანიზაციას წლები განმავლობაში. თავად მუშაობდა დონორ ორგანიზაციაში და ეს მისი პერსონალური სიმძიმეა და ტრაგედიაა, როგორ იცვლის ის სახეს იმის მიხედვით, თუ რა თანამდებობაც უკავია, როგორც ჩანს", - ამბობს ბუჩუკური.

ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ს მადლობას უხდის, შალვა პაპუაშვილი კი ლანძღავს - თავდასხმის ახალი კამპანია სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ წამოიწყო. 

ამერიკული ორგანიზაცია თავდასხმის ობიექტი იმ მიზეზით გახდა, რომ იგი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტოლერანტობის ცენტრს აფინანსებს, რომელიც მატრონა მოსკოველის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს.

მსგავსი სიახლეები