არასამთავრობოები კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების დღის წესრიგში არიან მოქცეულნი, რომელთა საქმიანობა საზიანოა - მიქანაძე
"სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები გარე წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას და ამ თანხას შეტევებში მონაწილეობის მისაღებად იყენებს", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, გივი მიქანაძე შალვა პაპუაშვილის მიერ USAID-ზე მიტანილ იერიშს.
მიქანაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების დღის წესრიგში არიან მოქცეულნი, რომელთა საქმიანობაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
სამწუხაროა, როდესაც ამ კამპანიაში მონაწილე რიგი ორგანიზაციები დაფინანსებას იღებენ გარე წყაროებიდან და რეალურად, იყენებენ ამ გარე წყაროდან მიღებულ დაფინანსებას არა ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, არამედ სწორედ ამ შეტევებში მონაწილეობის მისაღებად. გამოდის, რომ ეს ორგანიზაციები იმ დღის წესრიგში ჯდებიან, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური აქტორების დღის წესრიგს წარმოადგენს. შესაბამისად, მათი საქმიანობა ნეიტრალური ვერ იქნება და მათი საქმიანობა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის საზიანოც არის", - ამბობს მიქანაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ს მადლობას უხდის, შალვა პაპუაშვილი კი ლანძღავს - თავდასხმის ახალი კამპანია სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ წამოიწყო.
ამერიკული ორგანიზაცია თავდასხმის ობიექტი იმ მიზეზით გახდა, რომ იგი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტოლერანტობის ცენტრს აფინანსებს, რომელიც მატრონა მოსკოველის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს.