"ოცნების" დამახასიათებელი ხელწერა და კლანური სამართალი - მანჯგალაძე გომელაურის სკანდალზე
"ოცნების" დამახასიათებელი ხელწერა და კლანური სამართალი, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე შს მინისტრის სიძის შესახებ შაბათის ეთერის სკანდალურ რეპორტაჟს.
ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში კლანური სამართალია და სჯიან ყველას, ვინც რეალურად კანონს იცავს.
ეს არის კლანური სამართლის სისტემა, როცა თითქოს სამართალი არსებობს ხალხისთვის, მაგრამ კლანისთვის არანაირი სამართალი არ არსებობს. პირიქით, ვინც კანონს იცავს, ვინც კონსტიტუციას იცავს, ამ ადამიანებს სჯიან. ეს "ქართული ოცნებისთვის" ჩვეულებრივი, დამახასიათებელი ხელწერაა, - ამბობს მანჯგალაძე.
შაბათის ეთერის სკანდალური გამოძიება განხილვის საგანი ხდება. გამომძიებელი ჟურნალისტებისს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ პატრულ ინსპექტორს გომალურის სიძის გაჩერება არ აპატიეს. ანდრია სიხარულიძემ სისტემა სასამართლო დარბაზში ამხილა. 11 წლიანი სტაჟის მქონე კაცი ამტკიცებს, რომ მინისტრის დის ქმრისთვის ალკოტესტისს გავლის თხოვნა მუქარის, ტერორის, შანტაჟისა და თავისუფლებისს აღკვეთისს ფასი დაუჯდა.