საქართველო NATO-ოს შორდება - აშშ-ს მკაცრი გაფრთხილება "ოცნებას"

21.01.24 11:46
საქართველო NATO-ოს შორდება - აშშ-ს მკაცრი გაფრთხილება "ოცნებას"

საქართველო NATO-ოს შორდება - "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ამერიკა მკაცრ გაფრთხილებას უგზავნის. 

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის მხრიდან  ალიანსში ინტეგრაციისთვის საჭირო ვერც ენთუზმიაზმს და ვეღარც ნაბიჯებს ხედავენ. შტატებში არ მალავენ, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებულები არიან. ამას ემატება ოპოზიციის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიაც და დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკაც. 

ალიანსში გაწევრიანების კუთხით საქართველო არ არის იმავე მდგომარეობაში, რაშიც უკრაინა, რადგან როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში არსებობს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. მთავრობა, რომელსაც უკვე ათწლეულზე მეტია "ქართული ოცნება" აკონტროლებს, ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მკაცრ ნაბიჯებს დგამს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაში არიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირს არსებითად მხოლოდ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში. ქართული დემოკრატიის სიძლიერე, ქართული სამოქალაქო საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა იყოს ის, რაც მნიშვნელოვნად ახალისებდა ევროპასა და აშშ-ში საქართველოს მეგობრებს ეფიქრათ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. დღეს კი ეს ატრიბუტები საქართელოშ სულაც არ არის იგივე და ეს სამწუხაროა. ევროატკლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველო ნამდვილად ჩამორჩება უკრაინას დად მოლდოვას, - ამბობს ყოფილი დიპლომატი. 

ლუკ კოფი კი პირდაპირ ამბობს, რომ ნატოშ გაწევრიანების კუთხით უკრაინასთან შედარებით საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზე იყო, უმცა ბოლო წლებში ეს მოცემულობა შეიცვალა. 

2014 წლის შემდეგაც კი უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანებისთვის რეალური ქმედებები არ გვინახავს. მათ თქვეს, რომ სურდათ, როდესმე ალიანსს შეერთებოდნენ. ეს იყო მათი მიზანი და ის ძალიან გრძელვადიან მიზნად მიიჩნეოდა. ამ დროს კი საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა ნატოს, მაგრამ ბოლო წლებშ ეს ტენდენცია სრულიად შეიცვალა. ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც უფრო ახლოსაა ნატოსთან, ვიდრე საქართველო. საქართველო ალიანსის წევრობასთან არც ისე ახლოსაა და არა იმიტომ, რომ ნატოს კარი ღია არ არის. უბრალოდ, საქართველოს მთავრობისგან ახლა დიდი ენთუზიაზმი და მამოძრავებელი პოლიტიკა არ მოდის, - ამბობს ლუკ კოფი. 

ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება არის საკითხი, რაზეც ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთიანი საჯარო პოზიცია უნდა ჰქონდეთ. 

ვფიქრობ, არის გარკვეულ რამ, რასაც საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია ერთად უნდა ამბობდეს, რომ ნატო რჩება საქართელოს გრძელვადიან მისწრაფებად და მომავალში საქართელოს უსაფრთხოების ერთაერთ გარანტად. ვფიქრობ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან ამ საჯარო პოზიციის შენარჩნება მნიშვნელოვანია, - ამბობს ვოლკერი. 

მიმდინარე წელს NATO დაარსებიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო სამიტს ვაშინგტონი უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

მსგავსი სიახლეები