შს მინისტრის სკანდალი - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს
"შაბათის ეთერის" სკანდალური გამოძიების შემდეგ ოპოზიცია დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს. საქმე ეხება პატრულ ინსპექტორის საქმეს, რომელსაც ვახტანგ გომელაურის სიძის გაჩერება არ აპატიეს.
"ლელოს" წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფისთვის და ასევე დანაშაულის პროვოცირებისთვის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ნაცვლად იმისა, რომ ხელმძღვანელობამ დაიცვას რიგითი პოლიციელი და რიგითი პატრულ-ინსპექტორი, ვხედავთ, რომ მათი მხრიდან ხდება ზეწოლა, შანტაჟი, დანაშაულის პროვოცირება, რაც თავის მხრივ, დანაშაულია და შემდეგ არ უნდა გვირკვირდეს, რომ მთელი ეკიპაჟები და ოცეულები გარბიან საქართველოდან მექსიკის გავლით აშშ-ში. ამიტომაც, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა მსგავს სისაძაგლეში, რასაც ჰქვია პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა და თავის მხრივ, დანაშაულის პროვოცირება, - ამბობს ლანდა გალდავა.
შაბათის ეთერის სკანდალური გამოძიება განხილვის საგანი ხდება. გამომძიებელი ჟურნალისტებისს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ პატრულ ინსპექტორს გომალურის სიძის გაჩერება არ აპატიეს. ანდრია სიხარულიძემ სისტემა სასამართლო დარბაზში ამხილა. 11 წლიანი სტაჟის მქონე კაცი ამტკიცებს, რომ მინისტრის დის ქმრისთვის ალკოტესტისს გავლის თხოვნა მუქარის, ტერორის, შანტაჟისა და თავისუფლებისს აღკვეთისს ფასი დაუჯდა.