ხელისუფლება უკვე ღიად აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო არ წავიდეს ნატოსკენ - გრიგოლ გეგელია

21.01.24 15:14
ხელისუფლება უკვე ღიად აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო არ წავიდეს ნატოსკენ - გრიგოლ გეგელია

ხელისუფლება უკვე ღიად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო არ წავიდეს ნატოსკენ, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრი ამერიკელი დიპლომატების საგანგაშო განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ქვეყანაზე ეს ფაქტი უარყოფითად აისახება. 

ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოვისმინეთ ბატონი ხავიერ კოლომინასგან, რომ საქართველოს არ გაუტარებია ადეკვატური რეფორმები და ახლა უკვე მთელი რიგი ექსპერტებოსგან ვისმენთ იმავე ეფექტით, რომ საქართველო არაფერს აკეთებს ნატოსთან დასაახლოებლად. ამიტომ, ეს უკვე, სამწუხაროდ, იქცა ფაქტობრივ მოცემულობად. რუსეთის სამსახურში ჩამდგარი ხელისუფლება უკვე ღიად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო არ წავიდეს ნატოსკენ და ევროპული კავშირისკენ და რა თქმა უნდა, ეს აისახება ძალიან ცუდად, - ამბობს გრიგლ გეგელია. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ამერიკა მკაცრ გაფრთხილებას უგზავნის. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის მხრიდან ნატში ინტეგრაციისთვის საჭირო ვერც ენთუზმიაზმს და ვეღარც ნაბიჯებს ხედავენ. შტატებში არ მალავენ, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებულები არიან. 

 

მსგავსი სიახლეები