"ტრაგედიაა" - ანა ბუჩუკური აშშ-ს მიერ "ოცნების" გაფრთხილებაზე
"ტრაგედიაა" - ასე აფასებს "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური აშშ-ს მიერ "ოცნების" მკაცრს გაფრთხილებას. მისი თქმით, სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩაიწერა ქართველი ხალხის ისტორიული საგარეო არჩევანი, რომელსაც "ოცნება" უნდა გაუფრთხილდეს.
ეს არის, უბრალოდ, ტრაგედია. დღეს, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი უმაღლესი თანამდებობის პირთა, არ ვიცი, რაიმე ენთუზმიაზმი დავარქვა ამას თუ მისწრაფება. უკაცრავად, მაგრამ სწორედაც რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩაიწერა ქართველი ხალხის ისტორიული საგარეო არჩევანი. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ მონაპოვარს უფრთხილდებოდნენ, საკუთარ მონაპოვარსაც, ფაქტობრივად, ებრძვიან, - ამბობს ანა ბუჩუკური.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ამერიკა მკაცრ გაფრთხილებას უგზავნის. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის მხრიდან ნატში ინტეგრაციისთვის საჭირო ვერც ენთუზმიაზმს და ვეღარც ნაბიჯებს ხედავენ. შტატებში არ მალავენ, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებულები არიან.