გომელაური სამაგალითო პიროვნებაა - ვოლსკი შს მინისტრს იცავს
შს მინისტრის სკანდალი - გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ ვახტანგ გომელაური სამაგალითო პიროვნებაა და გამორიცხულია, რომ მას სიძის დავალებით პატრულ-ინსპექტორი პასუხისგებაშ მიეცა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ხელს ისევ მედიისკენ იშვერს და ირწმუნება, რომ კრიტიკული ტელევიზია დეზინფორმაციას ავრცელებს.
სამაგალითო პიროვნებაა ვახტანგ გომელაური, რომელიც არ არსებობს, რომ ასეთ საკითხებში რაიმე შეღავათი დაუშვას გინდა თავის ნათესავის მიმართ, გინდა უახლოესი ადამიანების მიმართ, გამორიცხულია ეს. და როდესაც ადამიანი კონკრეტულად, თუნდაც სამსახურიდან დათხოვილი გადაწყვეტს, რომ ამისგან შექმნას ისტორია თითქოს მას ებრძვის სისტემა, იმასაც რაღაც ინტერესი გააჩნია და ეს ინტერესი ემთხვევა იმ მედიასაშუალების ინტერესს, რომელიც პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მიმართულია დეზინფორმაციის რესურსის შეგროვებაზე, - ამბობს ვოლსკი.
შაბათის ეთერის სკანდალური გამოძიება განხილვის საგანი ხდება. გამომძიებელი ჟურნალისტებისს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ პატრულ ინსპექტორს გომალურის სიძის გაჩერება არ აპატიეს. ანდრია სიხარულიძემ სისტემა სასამართლო დარბაზში ამხილა. 11 წლიანი სტაჟის მქონე კაცი ამტკიცებს, რომ მინისტრის დის ქმრისთვის ალკოტესტისს გავლის თხოვნა მუქარის, ტერორის, შანტაჟისა და თავისუფლებისს აღკვეთისს ფასი დაუჯდა.