"სისულელეებს ამბობენ" - ვოლსკი აშშ-ს გაფრთხილებაზე
"სისულელეებს ამბობენ" , - ასე აფასებს "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ამერიკელი დიპლომატების გაფრთხილებას. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ კოანკრეტული ამერიკელი მარალჩინოსნები ენმ-თან არიან შეკრულები და მათი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.
ეს არის გარკვეული ჯგუფი, ცნობილი ჯგუფია ადამიანების, რომლებიც არიან გაერთიანებული ნაცმოძრაობასთან ერთად შექმნილ გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობებში და ხშირად, პერიოდულად იმეორებენ, რომ ჩვენგან ვერ ხედავენ ევროპისკენ სწრაფვას. ამას ამბობენ 2012 წლიდან მოყოლებული, კურტ ვოლკერი, ვიღაცეები და ამბობენ სისულელეებს, რომლებზეც შეიძლება, პრინციპში, არც გავაკეთოთ კომენტარი მაგაზე, მაგრამ შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის, შენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, - ამბობს ვოლსკი.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ამერიკა მკაცრ გაფრთხილებას უგზავნის. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის მხრიდან ნატში ინტეგრაციისთვის საჭირო ვერც ენთუზმიაზმს და ვეღარც ნაბიჯებს ხედავენ. შტატებში არ მალავენ, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებულები არიან.