სისტემა ტყდება - როგორ გასწირეს პატრულ-ინსპექტორი შს მინისტრის სიძის ახირების გამო

21.01.24 20:11
სისტემა ტყდება - როგორ გასწირეს პატრულ-ინსპექტორი შს მინისტრის სიძის ახირების გამო

 

 

სისტემა ტყდება - საჯარო ხდება იმ დანაშაულებებების და გადაცდომების ამბავი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ხდება. შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ გომელაურის სიძის გაჩერებისთვის პატრული ციხეში გაუშვეს. 

ანდრია სიხარულიძე, რომლის ოჯახიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია,  სისტემამ მინისტრის ახლო ნათესავის ახირების გამო გასწირა. საქმეს ამძიმებს ისიც, რომ რიგით პატრულზე ანგარიშსწორების შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნებმა ყველაფერი იციან, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ყველა დუმს.

სკანდალური ამბის ყველა დეტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა მოსამართლეს ფიცის ქვეშ მოუყვა. აუდიოჩანაწერში, რომელიც შაბათის გუნდმა მოიპოვა, ისმის, როგორ სარგებლობენ პრივილეგიებით "ოცნების" ჩინოვნიკებთან დაკავშირებული პირები.

ახლაა შვიდწლიანი პატიმრობა თეთრი ძაფით ნაკერი საქმისთვის ემუქრება პატრულს, რომელმაც გომელაურის დის ქმარი ვაზისუბანში გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები