ვაი, თქვენს პატრონს, თქვე სულიერად მათხოვრებო! - შალვა ნათელაშვილი მთავრობას
ოლიგარქიული რეჟიმი იქამდე მივიდა, რომ მერიას ამოვუღივარ მაღალმთიანი ზონის სტატუსიდან და შესაბამისად, გაუუქმებიათ გაზზე შეღავათი, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. შალვა ნათელაშვილი განმარტავს, რომ სწორედ ბაზალეთშია მისი ერთადერთი საცხოვრებელი, თუმცა მერია უმტკიცებს, რომ ის იქ არ ცხოვრობს.
ესე იგი ოლიგარქიული რეჟიმის ავადმყოფობა იქამდე მივიდა, რომ მერიას ამოვუღივარ მაღალმთიანი ზონის სტატუსიდან და შესაბამისად, გაუუქმებიათ გაზზე შეღავათი რადგან, თურმე არ ვცხოვრობ ბაზალეთში. არადა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უამრავი გულისამრევი, ბოროტი ჭორის მიუხედავად, სწორედ ამ სოფელშია ჩემი ერთადერთი სახლი დედამიწაზე და რეალურადაც იქ ვცხოვრობ, რასაც როცა სჭირდებათ აქტიურად აპიარებენ და ათას სიბინძურეს თხზავენ ჩემი ფუძის გარშემო. ვაი, თქვენს პატრონს მართლა, თქვე სულიერად მათხოვრებო.