ივანიშვილის კარტი იმდენჯერ გამოიყენეს, რომ უკვე ყავლგასულია, ვეღარ გაიმარჯვებენ - ნაცვლიშვილი

22.01.24 11:54
ივანიშვილის კარტი იმდენჯერ გამოიყენეს, რომ უკვე ყავლგასულია, ვეღარ გაიმარჯვებენ - ნაცვლიშვილი

ერთადერთი მათი კარტი იყო ივანიშვილი, თუმცა ეს კარტი იმდენად გაცვეთილია, რომ "ოცნებას" ახალ სიცოცხლეს ვეღარ შთაბერავს, - ასე აფასებს "ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებამ" კარგად იცის, რომ მომავალ არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებენ და ამიტომ ახლაც ბევრჯერ ნაცად ხერხს მიმართეს. 

ფაქტია, რომ გუნდში აქვთ სერიოზული კრიზისი და ფაქტია, რომ თავადაც არ სჯერათ, რომ გაიმარჯვებენ და ამიტომ, ასე ისტერიულად, ყოველ დილით დავალება არის, რომ ჩამოდგნენ. ძალიან კარგად იციან, რომ თითოეული მათგანი არის პოლიტიკურად ნულის ტოლი და ერთადერთი მათი კარტი აქამდე იყო ივანიშვილი, თუმცა ეს კარტი იმდენჯერ გამოიყენეს, რომ ის არის ყავლგასული, გაცვეთილი და შესაბამისად, ვერანაირ რადიკალურ ეფექტს ვერ მოახდენს და "ქართულ ოცნებას" ახალ სიცოცხლეს ვერ შთაბერავს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ "ქართულ ოცნებას" უჭირდა და შველა სჭირდებოდა. "ოცნების" თავმჯდომარემ, პრაქტიკულად, თქვა, რომ ივანიშვილის გარეშე  2024 წლის არჩევნებს წაააგებდნენ, ბიძინა ივანიშვილი კი კულისებიდან სწორედ ძალაუფლების დაკარგვის შიშმა გამოიყვანა.

 

მსგავსი სიახლეები