დავით დევაძეს ხელვაჩაური მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა - "ლელო" პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ნიშნით დავით დევაძე გაათავისუფლა. ინფორმაციას "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენო თებიძე ავრცელებს.
როგორც "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, მმართველმა პარტიამ დავით დევაძე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლა. დევაძე, რომელიც ხელვაჩაურის მერიაში 45 წლის განმავლობაში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც გენო თებიძე ამბობს, დავით დევაძეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ თანამშრომლობაზე უარი უთხრა და ახალშენის საბავშვო საფეხბურთო გუნდი გააუქმა - ამ გადაწყვეტილებას სწორედ ოპონენტების პოლიტიკურ დევნად აფასებენ "ლელოში".
"ლელო" გეგმავს, რომ დავით დევაძის უფლებების დასაცავად სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართოს.
საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კიდევ ერთი ფაქტი
მმართველობის 11 წლის შემდეგ, ქართული ოცნება ოპონენტების მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნას განაგრძობს. ჩვენს მხარდამჭერსა და აქტიურ წევრს დავით დევაძეს 45 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხელვაჩაური მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. დამსახურებულ მწვრთნელი წლების განმავლობაში მუშაობდა სპორტის მასწავლებლად, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საფეხბურთო გუნდს. მისი ხელმძღვანელობით აჭარაში არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდა.
ამ ხნის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მადლბის სიგელი, იანვრიდან კი დავით დევაძეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ თანამშრომლობაზე უარი უთხრა და ახალშენის საბავშვო საფეხბურთო გუნდი გააუქმა.
გვჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, შესაბამისად ჩვენი წევრი უფლებების დასაცავად ვიბრძლებთ სამართლებრივად, სარჩელი მზად გვაქვს და უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს.
აქვე უნდა აღვნიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლელოს მხარდამჭერებს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. 2021 წლის მარტში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან გაათავისუფლეს ზიმლარ ბერიძე, რომლის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაშ კი მხოლოდ ერთხელ გაიმართლა სასამართლო პროცესი და ხელოვნურად ჭიანურდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა," - ამბობს გენო თებიძე.