ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით "ოცნების“ წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს - სარჯველაძე

22.01.24 12:21
ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით "ოცნების“ წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს - სარჯველაძე

"„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა - ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს", - აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას სრულად იზიარებს და ამტკიცებს, რომ "ოცნებას" 2024 წლის არჩევნების მოგება არ გაუჭირდებოდა.

უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც ეს მან ახსნა, ოპოზიციასთან მეტი წარმატების მიღწევის სურვილი არ განაპირობებს. მკაფიოდ აიხსნა ყველა ის ფაქტორი, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა - ოპოზიცია არის იმდენად კრიტიკულად სუსტი, რომ ეს განაპირობებს იმ საჭიროებას, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები