კახა ოქრიაშვილი: „ბარემ დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში!“

22.01.24 12:49
კახა ოქრიაშვილი: „ბარემ დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში!“

"პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი ხელისუფლებას ეკლესიის და წმინდა ხატების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მატრონა მოსკოველის ხატის სკანდალს, რომელზეც, საზოგადოების აზით, ინაშვილი და თარხან მოურავი არიან გამოსახული. 

კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება ეკლესიის ავტორიტეტს ლახავს. 

„ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი დედაეკლესიის და წმინდა ხატების შეურაცხყოფა, გაუბრალოება, მათთვის მნიშვნელობის დაკარგვა. ბარემ, დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში! შედეგად, ვიღებთ ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას, რასაც მე ვერასდროს შევეგუები!, - ამბობს ოქრიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები