კალაძე: ოპოზიცია იბრძვის, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, ივანიშვილის როლს კიდევ უფრო მაღლა დავაყენებდი

22.01.24 13:29
კალაძე: ოპოზიცია იბრძვის, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, ივანიშვილის როლს კიდევ უფრო მაღლა დავაყენებდი

"ოპოზიცია დღეს იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე მოახერხოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა," - ამ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს.

კალაძე კობახიძის განცხადებას სრულად იზიარებს და ამბობს, რომ მმართელ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება შეუძლია.

დასჭირდა თუ არა ივანიშვილის დაბრუნება გუნდს იმიტომ, რომ არჩევნებში მოგებას ვერ ახერხებდა, კალაძე ამას უარყოფს და ამბობს, რომ ივანიშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში.

ეს არის რეალობა და ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ქართულ პოლიტიკაში. ქართულ ოცნებას აქვს უდიდესი შესაძლებლობა იმისა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვოს და მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.
ბიძინა ივანიშვილის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართულ პოლიტიკაში და მე აქ მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ ვსაუბრობ, კიდევ უფრო მაღლა დავაყენებდი მის როლს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და ხვალინდელი დღისთვის, ამ ადამიანის როლი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი,“ - ამბობს კალაძე.

 

მსგავსი სიახლეები