ოპოზიციაში რომ ვიყო, ღმერთმა დამიფაროს, მეც იმას ვიტყოდი, რომ "ოცნება" დასუსტებულია და ივანიშვილი იმიტომ დასჭირდათ, რომ მოიგონ - ვოლსკი
ოპოზიციაში რომ ვიყო, ღმერთმა დამიფაროს, მეც იმას ვიტყოდი, რომ "ოცნება" დასუსტებულია და ივანიშვილი იმიტომ დასჭირდათ, რომ მოიგონ - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი აკეთებს.
ვოლსკის თქმით, მმართველ პარტიას ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არა არჩევნების მოსაგებად, არამედ გუნდის კონსოლიდაციისთვის სჭირდებოდა.
რეალობაში სიტუაცია შეიქმნა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, როდესაც საფრთხეები გაცილებით მწვავე გახდა და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ამ პერიოდში პოლიტიკაში დაბრუნება სწორედაც რომ მნიშვნელოვანია, რათა პასუხები, კონსოლიდაცია რასაც ჰქვია ჩვენი გუნდის - ქართული ოცნების და არა მარტო პოლიტიკური გუნდის, საზოგადოების კონსოლიდაციის დამატებითი რესურსი შეიქმნას, ვინაიდან დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას.
ოპოზიციაში რომ ვიყო, ღმერთმა დამიფაროს, მეც იმას ვიტყოდი, რომ ქართული ოცნება დასუსტებულია და ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დასჭირდათ, რომ მოიგონ. როდესაც ძალა და ინტელექტუალური რესურსი აღარ შეგწევთ საზოგადოებას შენი პოზიტიური მომავალი დაანახო, რასაკვირველია, დესტაბილიზაციის რესურს მაქსიმალურად აამოქმედებ,“ - ამბობს ვოლსკი.