ივანიშვილის პოლიტიკაში საჯაროდ დაბრუნება საშინელი მარცხის შიშითაა განპირობებული - კუპრაძე
"„ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს შიშებზე დაყრდნობით," - ამ განცხადებას "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აკეთებს.
როგორც კუპრაძე ამბობს, ივანიშვილის საჯარო გამოჩენა მოახლოებული მარცხის შიშს უკავშირდება.
ივანიშვილის პოლიტიკაში საჯაროდ დაბრუნების გადაწყვეტილებაც სწორედ შიშით იყო განპირობებული, შიშით საშინელი მარცხისა. ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება უსახელო და უგვარო ბიჭებთან ერთად, რომლებსაც არა აქვთ არანაირი წონა ივანიშვილის გარეშე,“ - ამბობს კუპრაძე.