დაინტერესდა თუ არა საგამოძიებო უწყება წერეთლის გამზირზე განვითარებული პროცესებით? - რას ამბობს კალაძე
"წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღე და ღამის განმავლობაში, როგორც მოსახლეობას დავპირდით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი" - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძე ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება.
წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღე და ღამის განმავლობაში. ქვედა ფენებში ასფალტი უკვე დაგებულია, არის ტროტუარების მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თაღების წამოწევა და ნიშნულზე მოყვანა. ამის შემდეგ მოხდება ასფალტის დაგება. როგორც მოსახლეობას დავპირდით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი”, - აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა, რომ საგამოძიებო უწყებები წერეთლის გამზირის პროექტით დაინტერესდნენ, კალაძე ამბობს, რომ "დასამალი არაფერი" აქვთ.
თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს გავცემთ, დასამალი არაფერია. ყველაფერი საჯაროა, ნებისმიერს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს. პრობლემები და დასამალი არაფერია”, - აღნიშნა კალაძემ.
კალაძე ამბობს, რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, "თითქოს დედაქალაქის მერიაში შესული იყო სუს-ი და ფინანსური პოლიცია“. როგორც მან განმარტა „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“.