თბილისის მერიაში ფინანსური პოლიციის შესვლა არის მოჩვენებითი და ფარსი - ირაკლი ეძგვერაძე

22.01.24 14:32
თბილისის მერიაში ფინანსური პოლიციის შესვლა არის მოჩვენებითი და ფარსი - ირაკლი ეძგვერაძე

„თბილისის მერიაში ფინანსური პოლიციის შესვლა არის მოჩვენებითი და ფარსი. ნებისმიერი პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მიერ იყო განხორციელებული - დიდი თუ პატარა, იყო კორუფციის ნიშნები, მაგრამ არასდროს არავინ არ დასჯილა.“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა. 

მისივე განცხადებით, „რუსული მმართველობა პირდაპირაა დაკავშირებული კორუფციასთან“.

ჩვენ ყველამ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის არსად არ წასულა. მან  დააანონსა ვითომ და კორუფციასთან ბრძოლა. გავიდა რამდენიმე დღე და თბილისის მერიაში შევიდა კონკრეტული საგამოძიებო უწყება მოჩვენებითად, ეს ყველაფერი არის ფარსი. ნებისმიერი პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მიერ იყო განხორციელებული - დიდი თუ პატარა, იყო კორუფციის ნიშნები, მაგრამ არასდროს არავინ არ დასჯილა და რუსული მმართველობა პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციასთან. ყველაფერს ამას 2024 წელს არჩევნებზე ქართველი ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და აუცილებლად დაასრულებს რუსულ რეჟიმს.“  - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ. 
 

 

მსგავსი სიახლეები