პანიკა ბათუმსა და თბილისში - ოპოზიცია მომხდარში რუსეთის კვალს ხედავს

22.01.24 15:29
პანიკა ბათუმსა და თბილისში - ოპოზიცია მომხდარში რუსეთის კვალს ხედავს

პანიკა ბათუმსა და თბილისში - ოპოზიცია ხელს რუსეთისკენ იშვერს. "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებამ მოსახლეობაში შიში დათესა. მისი თქმით, ის, რომ საქმეში შესაძლოა, რუსეთის ხელი ერიოს, იმ ფქტიც ცხადყოფს, რომ მუქარის შემცველი გზავნილები სწორედ რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. 

მოქალაქეები საკუთარ ბავშვებს სკოლებში არ უშვებენ, ვერ გადიან სამსახურებში, დაკეტილია და ხელი შეეშალა ძალიან ბევრი სივრცის მუშაობას. რუსები უკონტროლო შემოდინებამ ამ ქვეყანაში შექმნას გაურკვეველი შიშები, რომელზეც პასუხები არ არსებობს. ეს ინფორმაციები, რომელმაც გამოიწვია პანიკა მოქალაქეებში, გავრცელდა სწორედ რუსულ ტელეგრამ არხებზე, შესაბამისი მუქარის, ძალადობის, ტერორისტული აქტის მოწყობის შინაარსით, რაზეც ხელისუფლებას არ გააჩნია პასუხი. ეს არის დანაშაული საქართველოს მოქალაქეების წინაშე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

მომხდარში რუსეთის კვალს ხედავს ოპოზიციონერი დეპუტაი ხატია დეკანოიძეც. 

საფრთხის შემცველია ამ ქვეყნისთვის რუსეთი, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, თუ იყო ჰაკერული შეტევა ან იყო ზოგადად, შეტევა, ეს იყო რუსეთის მხრიდან. სუსი მთავარი საფრთხეების ფორმულა უნდა გმოადიოდეს, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთიდან და სუსმა უნდა შეყვიტოს პოლიტიკური თავდასხმები და პოლიტიკური დევნა ოპონენტებზე და რეალურად, დაკავდეს თავისი საკუთარი პასუხისმგებლობით, - ამბობს დეკანოიძე. 

 ენმ-ს გენერალური მდივანი კი მიიჩნევს, რომ სუსმა საკუთარი მოქალაქეები და პოლიტიკოსების დევნას და თვალთალს თავი უნდა დააანებოს და ქვეყნის საგარეო საფრთხეებზე უნდა ფოკუსირდეს. 

ის ორინეტირებულია და ფოკუსირებულია ოპონენტების დევნაზე, ქვეყნის შიგნით სამოქალაქო სექტორის თუ სამღველობიეს, მათ მოსმენაზე, მათ მონიტორინგზე და კონტროლზე და არა საგარეო საფრთხეებზე და მეორე, სუსიც და შსს-ც თავიდან ბოლომდე შეკრულია და ჩაბარებულია და პოლიტიკურად დანებებულია კრიმინალურ სამყაროზე, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.   

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს საათებში ბათუმის სავჭრო ცენტრებში მოქალაქეების ევაკუაცია გამოცხადდა. განგაში იყო თბილისში სამთავრობო კვარტალშიც, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული.

უკვე დღეს სუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ 112-ში ნაღმის შესახებ შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან შევიდა. ამის მიუხედავად, ვერც სუსი და ვერც შსს დამნაშავის კვალზე ამ დრომდე ვერ გადის. 

მსგავსი სიახლეები