ლაჩარი იქნები თუ არ დათანხმდები - ნათელაშვილი ივანიშვილს დებატებში იწვევს

22.01.24 15:47
ლაჩარი იქნები თუ არ დათანხმდები - ნათელაშვილი ივანიშვილს დებატებში იწვევს

"ლეიბორისტული პარტიის"  ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელე-დებატებში იწვევს. პირველი ლეიბორისტი მზადაა, ოლიგარქის სასახლეში თავად მივიდეს და თუნდაც სამთავრობო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ედებატოს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, "ლეიბორისტული პარტიის" თავგანწირულმა ბრძოლამ ოლიგარქი ივანიშვილი შეიყვანა ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში. გამწარებულმა დღეს გამოაქვეყნა "ქართუ ფონდის" სახელით თავის დაწერილი მორიგი პასკვილი, რომელიც მიუძღვნა სწორედ "ლეიბორისტულ პარტიას" ტრადიციულ სტილში და ჟანრში. 

ჩვენ უკვე ათეული წელია ამ პიროვნებას ვიწვევ პირადად მე ტელედებატებში, მაგრამ ვერაფრით გამოვიყვანე იმ თავისი აპარტამენტებიდან. დღეს გამოვდივარ ძალიან უცნაური და მსოფლიო პოლიტიკაში არგაგონილი წინადადებით:  ბატონო ბიძინა ივანიშვილო, მე მოვალ შენთან და ჩავატაროთ პირდაპირი ტელე-დებატები ნახოს მთელმა საქართელომრა ბოროტებასთან აქვს საქმე შენი პერსონით და შენი მმართველი გუნდის სახით, რომელმაც საქართველოს ბედი გაამრუდა და ცდილობს, დაამთავროს ქვეყნის ისტორია. თუ არ დამთანხმდები, შენ იქნები ლაჩარი, რაშიც მე ეჭვი არ მეპარება.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიქნებით ივანიშვილის და მისი რეჟიმის პოლიტიკური მესაფლავენი და მათ პოლიტიკურ საფლავზე ჩვენ დავდგამთ ქვას, სადაც მათი სამარცხვინო საქმიანობა იქნება აღწერილი და ამას ჩვენ შევასრულებთ!, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები