ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგი - პრეზიდენტი სოხუმში ასობით ნამუშევრის განადგურებაზე

22.01.24 16:09
ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგი - პრეზიდენტი სოხუმში ასობით ნამუშევრის განადგურებაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა - ამის შესახებ საქრთველოს მეხუთე პრეზიდენტმა X-ზე დაწერა. 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მომხდარი დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია: 

სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე - წერს პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები