შექმნილია ფულის გასათეთრებლად! - ცისკარიშვილი "ქართუს" განცხადებაზე
„ქართუ ბანკი“, ისევე როგორც „ქართუ-ს“ ეს ვითომ საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის მიერ პრაქტიკულად შექმნილია ინსტრუმენტად იმისათვის, რომ თავი აარიდოს გადასახადებს და შავი ფული გაათეთროს“- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ბანკი „ქართუს“ განცხადებას, სადაც ივანიშვილის ბანკი ამტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ოლიგარქმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება. სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.
„ქართუ ბანკი“, ისევე როგორც ქართუ-ს ეს ვითომ საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის მიერ არის შექმნილი პრაქტიკულად ინსტრუმენტად იმისათვის, რომ ერთის მხრივ გადასახადებს თავი აარიდოს და მეორეს მხრივ შავი ფული გაათეთროს. ეს ფუნქცია აქვს ამ ორგანიზაციებს იმ ფონზე, როდესაც თვითონ ბიძინა ივანიშვილი მილიარდებს შოულობს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ეკონომიკის ხარჯზე, ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე, ეს არის სამწუხარო მოცემულობა, თორემ რამეს რომ აკეთებდეს, რეალურად ქველმოქმედებაში რომ იდებოდეს და არა ინდივიდუალური „ქოცების“ მიმართ კეთილგანწყობილი პირების მოსყიდვაში, მაშინ ამას ჩვენ ხომ დავინახავდით, ხალხი ხომ თავის თავზე იგრძნობდა, თუნდაც ეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც ოთხი წლის წინ დააანონსა, რომ გადაიქცეოდა თბილისის ცენტრალურ პარკად და დღემდე ტალახის გორებია, ამასაც ხომ „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდი გვპირდებოდა და რამდენი ასეთი პროექტი არის კიდევ. სადაც მილიარდობით ფულის გაკეთების შესაძლებლობა არის, იქ ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს ფონდიც, ბანკიც, ივანიშვილის კომპანიებიც, სადაც მონოპოლიების შექმნა არის საჭირო - როგორიც არის ცემენტის ბიზნესი, ოქრო, ფეროშენადნობები, გადაზიდვები, ტრანსპორტი, ნავთობი, ამ ყველაფერში ეს ხალხი ჩართულია და ასევე, არ დაგვავიწყდეს რატომ არის ძვირი ელექტრო ენერგია? იმიტომ, რომ ივანიშვილი თავის ბიტკოინებს იაფად ამარაგებდა, გამოიმუშავა მილიარდობით დოლარი იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ვიხდიდით გაძვირებულ ელექტრო ენერგიის ფასს. იპოდრომს რომ დავუბრუნდეთ, მისი დასავლეთი ნაწილი, რომელიც გაყიდა 80 მილიონ დოლარად და იქ ახლა კორპუსების მშენებლობა დაიწყება, ეს ყველაფერი მისთვის არის ბიზნესი.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა