ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალი - ბერბოკი
პალესტინელებს შეუძლიათ იცხოვრონ ღირსეულად, თუ ისრაელი იცხოვრობს უსაფრთხოდ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საუბრობს.
როგორც ბერბოკი ამბობს, გამოსავლად სხვა ალტერნატივა ჯერ არცერთ მხარეს არ წარმოუდგენია.
პალესტინელებს შეუძლიათ იცხოვრონ ღირსეულად, უსაფრთხოდ, თავისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი იცხოვრობს უსაფრთხოდ. ამიტომაც არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალი და ვისაც არ სურს ამის შესახებ იცოდეს, ჯერ არ წამოუყენებია სხვა ალტერნატივა," - განაცხადა ბერბოკმა.